"ევროპის უნივერსიტეტის" ვეტერინარიის პროგრამის პირველკურსელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

"ევროპის უნივერსიტეტის" ვეტერინარიის ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის პირველკურსელებთან ფაკულტეტის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრა სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა მაია კერესელიძემ გახსნა და სტუდენტებს პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

პირველკურსელებს პროგრამის ხელმძღვანელი ნინო მილაშვილიც გაეცნო და ფაკულტეტის ბაზაზე არსებული ლაბორატორიები დაათვალიერებინა.

პროგრამა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, დატვირთულია თეორიული და პრაქტიკული სამუშაოებით, რასაც ხაზი შეხვედრის ფარგლებშიც გაესვა.

დამსწრეებმა ინფორმაცია ასევე ტექნიკური პროცედურების და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქცია-მოვალეობების შესახებაც მიიღეს.

"ევროპის უნივერსიტეტში" პირველკურსელებთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება და ყველა პროგრამის სტუდენტთან ეტაპობრივად გაიმართება.

გააზიარე გვერდი:

Hello World!