ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა

"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის ფარგლებში:

  • ერთი ასოცირებული პროფესორის თანამდებობა აკადემიური ნიშნით - სამოქალაქო განათლების სწავლების მეთოდიკის მიმართულებით;
  • საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში:
  • ერთი ასოცირებული პროფესორის თანამდებობა პროფესიული ნიშნით  -  საერთაშორისო ურთიერთობისა და ევროპათმცოდნეობის მიმართულებით;
  • სამართლის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში:
  • ერთი პროფესორის თანამდებობა აკადემიური ნიშნით - სისხლის სამართლის მიმართულებით;
  • ერთი პროფესორის თანამდებობა აკადემიური ნიშნით - სამოქალაქო სამართლის მიმართულებით;

საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით) პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; 
ბ) ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება;
გ) შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) უნდა ჰქონდეს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან  იყოს მათი თანაავტორი;
დ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით) პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
გ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) უნდა ჰქონდეს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან იყოს მათი თანაავტორი; 
დ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (პროფესიული ნიშნით) პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
ბ) ჰქონდეს არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში;
გ) ჰქონდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის
სამუშაო გამოცდილება;
დ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

საკონკურსო დოკუმენტაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას ელექტრონულად (ელ. ფოსტაზე: info@eu.edu.ge) წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით. კონკურსანტის მიერ განაცხადი ივსება მხოლოდ ერთ პოზიციაზე/ერთ სფეროში. ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე, უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული რეზიუმეს ფორმატში (განაცხადის და CV-ის ფორმა იხილეთ შემდეგ ელექტრონულ ბმულზე: );
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების, მათ შორის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის (დოქტორის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული) დიპლომის არსებობის შემთხვევაში  კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი); 
დ) პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები და საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში) (მხოლოდ აკადემიური ნიშნით თანამდებობის დაკავების შემთხვევაში);
ე) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური  საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები და დარგში შესაბამისი პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები (მხოლოდ პროფესიული ნიშნით  თანამდებობის დაკავების შემთხვევაში);
ვ) შესაბამისი სილაბუსები (ნაბეჭდი ან ელექტრონული ვერსია);  
ზ) „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა“.

კონკურსი ჩატარდება შპს ევროპის უნივერსიტეტის „პერსონალის შერჩევის წესის“ შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს: 

  1. პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების  გადარჩევა-შეფასება.
  2. მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.

კონკურსის ვადები:

კონკურსი გამოცხადებულია 2023 წლის 23 აგვისტოდან;
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2023 წლის 25 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით; 
კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება  არაუგვიანეს 2023 წლის 6 ოქტომბრისა;
კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2023 წლის 13 ოქტომბრისა;
კონკურსის შედეგების გაცნობა კონკურსანტებისთვის არაუგვიანეს 2023 წლის  16 ოქტომბრისა;
კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადაა 2023 წლის 17 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით.

საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური,  ხოლო კონკურსანტთა კონსულტირებას ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.

საკონტაქტო რეკვიზიტები: დ. გურამიშვილის გამზ. N76; ტელ: 032 2 000 171

გააზიარე გვერდი:

Hello World!