"ევროპის უნივერსიტეტის" ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ლაურეატის წოდება მიიღო
"ევროპის უნივერსიტეტის" ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ფესტივალზე "ნიჭიერი თაობა" ლაურეატის წოდება მოიპოვა, ანსამბლის ხელმძღვანელმა, პაატა ხურცილავამ კი, საუკეთესო დადგმისთვის ფესტივალის მედალი და თასი მიიღო.
ფესტივალი "არტ ჰოლში" გაიმართა და მასში ათობით ანსამბლმა მიიღო მონაწილეობა.
"ევროპის უნივერსიტეტის" ქორეოგრაფიული ანსამბლი ფესტივალზე რამდენიმე ცეკვით წარსდგა.
აღსანიშნავია, რომ "ევროპის უნივერსიტეტის" ანსამბლისთვის წელს ეს სადებიუტო ფესტივალი იყო.