ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის მისაღები გამოცდის ფორმატი

ევროპის უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის, მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის მისაღები გამოცდის ფორმატი:

სპეციალობის გამოცდა:

მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები გამოცდა მოიცავს შემდეგ საკითხებს ზოგადი მენეჯმენტიდან:

  1. ორგანიზაცია და გარემო:
  • ორგანიზაციის შიდა და გარე გარემო
  • ორგანიზაციის შიგნით მოქმედი ფაქტორები
  • გარე გარემო ბიზნესშიპირდაპირი და არაპირდაპირი ზემოქმედების ფაქტორები
  1. გადაწყვეტილების მიღება:
  • ორგანიზაციული გადაწყვტილებები
  • პრობლემის რაციონალური გადაწყვეტა
  • გადაწყვეტილების შემუშავებისა და მიღების პროცესზე მოქმედი ფაქტორები
  1. სტრატეგიული დაგეგმვა :
  • ორგანიზაციის მისია და მიზნები;
  • ორგანიზაციის გარე გარემოს შეფასება და ანალიზი
  • ორგანიზაციის შიდა ძლიერი და სუსტი მხარეების გამოკვლევა
  • სტრატეგიული ალტერნატივების შერჩევა
  • სტრატეგიული გეგმის რეალიზაცია
  1. ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა :
  • მენეჯერის საქმიანობა და ორგანიზაციის პასუხისმგებლობა
  • ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობისა და ეთიკის როლი თანამედროვე მენეჯმენტში

რეკომენდირებული სახელმძღვანელოები:

  1. მაჭავარიანი შ. მენეჯმენტის საფუძვლები, თეორიები, კონცეფციები და პრაქტიკული მიდგომები,  თბ., 2014
  2. შუბლაძე გ., მღებრიშვილი ბ., წოწკოლაური ფ., მენეჯმენტის საფუძვლები
  3.  ხომერიკი თ., მენეჯმენტის საფუძვლები,  თბ., 2008
  4.  ტუღუში მ., ყირიმლიშვილი ნ., მენეჯმენტის საფუძვლები, თბ., 2012

ტექნიკური  დეტალები:

საგამოცდო ბილეთი შედგება ორი ნაწილისგან:

  • 3 სიტუაციური ამოცანა/ქეისი
  • 10 ტესტი

გამოცდის ხანგრძლივობა: 2 საათი

შეფასების კრიტერიუმები:

თითოეული  ტესტის მაქსიმალური შეფასება  –  1 ქულა

არასწორად მონიშნული/შეუვსებელი ტესტი  -  0 ქულა

  • ქეისი #1 -  მაქსიმუმ 10 ქულა  
  • ქეისი #2  - მაქსიმუმ 5 ქულა
  • ქეისი #3  - მაქსიმუმ 5 ქულა

გამოცდა ფასდება მაქსიმუმ 30 ქულით.

მინიმალური ზღვარი საგამოცდო კომპონენტში არის 50 %, ანუ 15 ქულა.

ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი:

გამოცდის ფორმატი:

გამოცდა ინგლისურ ენაში ამოწმებს B2 დონის ფლობას ოთხივე ენობრივი უნარ-ჩვევის მიხედვით

  • წერა
  • კითხვა
  • ლაპარაკი
  • მოსმენა

გამოცდის მაქსიმალური ქულაა 100.

თითოეული კომპონენტის მაქსიმალური ქულაა 25.

გამოცდა ჩაბარებულად ითვლება თუ აპლიკანტი დააგროვებს მინიმუმ 51 ქულას ოთხივე კომპონენტიდან.

გამოცდის ხანგრძლივობა: 2 საათი

 

გამოცდის დამხმარე მასალა იხ. თანდართული ფაილებისა და ბმულის სახით:

https://drive.google.com/drive/u/2/folders/1ziw4uAvHJQ7nm6rWlF0F8gERH-9Xctaw

 

გააზიარე გვერდი:

Hello World!