ევროპის უნივერსიტეტში შიდა მობილობა დაიწყო

ევროპის უნივერსიტეტში შიდა მობილობა დაიწყო: 

შემოდგომის  სემესტრში, შიდა მობილობით სარგებლობის მსურველ  სტუდენტთა განცხადებების მიღება განხორციელდება 2020 წლის 1 სექტემბრიდან  2020 წლის 17  სექტემბრის  ჩათვლით.

ევროპის უნივერსიტეტში შიდა მობილობით მისაღებ სტუდენტთა ვაკანტური ადგილების რაოდენობა საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით:

1. შპს ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:

  • სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 15 ვაკანტური ადგილი - მობილობა  გამოცხადებულია  I ,  V  და  VII  სასწავლო   სემესტრზე;
  • საერთაშორისო ურთიერთობების  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ვაკანტური ადგილი - მობილობა გამოცხადებულია  I და VII სასწავლო  სემესტრზე;
  • ფსიქოლოგიის  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ვაკანტური ადგილი - მობილობა  გამოცხადებულია  I ,  V  და VII  სასწავლო   სემესტრზე.

2. შპს ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი:

  • დიპლომირებული სტომატოლოგიის ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა - 5 ვაკანტური ადგილი;
  • დიპლომირებული სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა - 5 ვაკანტური ადგილი;
  • დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა - 5 ვაკანტური ადგილი.

3. შპს ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი:

  • ბიზნესის ადმინისტრირების  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ვაკანტური ადგილი. მობილობა გამოცხადებულია V და VII სასწავლო  სემესტრზე;
  • ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ვაკანტური ადგილი. მობილობა გამოცხადებულია  V და VII სემესტრებზე.

 

 

 

მიმაგრებული ფაილები:
გააზიარე გვერდი: