ევროპის  უნივერსიტეტში  მენეჯმენტის  სამაგისტრო პროგრამაზე  იწყება  საბუთების მიღება

ვროპის  უნივერსიტეტში  მენეჯმენტის  სამაგისტრო პროგრამაზე  იწყება  საბუთების მიღება.

საბუთების მიღება  განხორციელდება 2020 წლის 1 სექტემბრიდან 17  სექტემბრის ჩათვლით  ადმინისტრაციული  კორპუსის  პირველ  სართულზე,  10:00 საათიდან 18:00 საათამდე (მის. გურამიშვილის გამზირი № 76).

ევროპის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობებია:

) არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

) შიდა  საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში;

) ტესტირება ინგლისურ ენაში (აპლიკანტმა უნდა დაადასტუროს B2 დონეზე ინგლისური ენის ფლობა). სტუდენტი უფლებამოსილია ენობრივი კომპეტენციის დონის დასადასტურებლად წარმოადგინოს შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი (BEC exam and CELS exam Vantage, TOEIC, TOEFL, Pritman ESOL International, IELTS, Cambridge Exam).

  • მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე  შიდა  გამოცდები ჩატარდება ორ ეტაპად:

             ა) უცხო ენის გამოცდა  -  18 სექტემბერი, 16:00 საათი

             ბ) გამოცდა სპეციალობაში - 24 სექტემბერი, 16:00 საათი

გთხოვთ, რეგისტრაციისთვის  წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომის და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ან ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ;  უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში პირი ვალდებულია წარმოადგინოს მიღებული განათლების აღიარების  შესახებ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი.
  • ფოტოსურათი 3X4 ერთი ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ვაჟების შემთხვევაში;
  • სამაგისტრო  გამოცდის ჩაბარების  დამადასტურებელი  ბარათი.
გააზიარე გვერდი: