ტიმიშოარას დასავლეთ უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში მონაწიელობის მსურველთათვის შიდა კონკურსი დასრულებულია!

გამოვლინდა 5 გამარჯვებული სტუდენტი, რომელთაც ევროპის უნივერსიტეტი  რეგისტრაციისა და დასწრების საფასურს სრულად დაუფარავს.

 გრანტის მფლობელები გახდნენ: : 

  • ალიკია ჩიპურუპალი (დიპლომირებული მედიკოსის პროგრამა))
  • ნინო ცაბუტაშვილი (სამართლის პროგრამა)
  • ნათია ბეგლარაშვილი (ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა)
  • თამარ ელიაძე (ფსიქოლოგიის პროგრამა)
  • დავით ძაძუა (სამართლის პროგრამა)

ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური ულოცავს გამარჯვებულებს და მათ წარმატებას უსურვებს!

შეგახსენებთ, რომ ტიმისოარას დასავლეთ უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა არის ორკვირიანი (31 აგვისტო - 13 სექტემბერი) მულტიდისციპლინარული პროგრამა, რომელიც მონაწილეებს სთავაზობს უნიკალურ საერთაშორისო გამოცდილებას მრავალფეროვანი კურსებზე დასწრებისა და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულ პროფესიულ ვორკშოპებში მონაწილეობის გზით.

 

 

კურსები:

 

ბიოქიმიის ასპექტები სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობისას (მედიცინა)
კულტურული გეოგრაფია და კულტურული ტურიზმი (ტურიზმი და საზოგადოებრივი გეოგრაფია)
დაბეგვრა და საბუღალტრო აღრიცხვა ციფრული ერასა და გლობალურ ეკონომიკაში ეკონომიკა, ბიზნესი, ფინანსები, ციფრული ტექნოლოგიები)
კაპიტალის ბაზრის რისკების მენეჯმენტი (ბიზნესი, მენეჯმენტი, ეკონომიკა)
სამყაროსა და კოსმოლოგიის ისტორია (ისტორია, გეოგრაფია, ფილოსოფია)
უსაფრთხოება და კრიპტოგრაფია (ინფორმაციული ტექნოლოგიები, უსაფრთხოების კვლევები)
მასმედია და საზოგადოებასთან ურთიერთობა - ტექნიკა და სტრატეგია (პიარ ტექნოლოგიები, საერთაშორისო ურთიერთობები)

 

ვორკშოპები:

 

  - პროაქტიული ჩართულობა უკეთესი სამოქალაქო საზოგადოებითვის  

  - პრეზენტაციის უნარები და არავერბალური კომუნიკაცია  

  - ლიდერობის კომპეტენციები და მუშაობის მომავალი  

 - შეცვლაზე ორიენტირბული აზროვნების გამომუშავება: წაახალისეთ საკუთარი თავი, როგორც სოციალური მეწარმე 

  - საჯარო გამოსვლის სტრატეგიები  

 

ტიმიშოარას დასავლეთ უნივერსიტეტისგვიან საზაფხულო სკოლაზე სხვა დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: http://ri.uvt.ro/west-university-of-timisoara-late-summer-school/

გააზიარე გვერდი: