ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს სტომატოლოგიური პრაქტიკის გავლის მიზნით

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს ,,ნინო ბერიძის ბავშვთა სტომატოლოგიურ ცენტრში’’ სტომატოლოგიური პრაქტიკის გავლის მიზნითაღნიშნული კლინიკა არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და წარმატებული კლინიკა საქართველოში, რომელიც აღჭურვილია მსოფლიო ბაზარზე არსებული უახლესი აპარატურით. პრაქტიკის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაიღრმაონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.

კლინიკური პრაქტიკის პერიოდი:

 7 -31 ივლისი, 2020 წელი

დასაშვებობა:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართულენოვანი სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის მე-4 და მე-5 კურსის სტუდენტებს.

პრაქტიკის ღირებულება:

პრაქტიკის გავლა შერჩეული სტუდენტებისათვის იქნება უფასო.

კონკურსის შედეგად შეირჩევა 3 სტუდენტი.

განაცხადი:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტებმა განაცხადი უნდა შეავსონ არაუგვიანეს 4 ივლისის 18:00 საათისა.

შერჩევის კრიტერიუმები:

კონკურსის გამარჯვებულები შეირჩევიან გასაუბრების შედეგების მიხედვით.

გასაუბრებისას შემოწმდება კანდიდატების ზოგადი ცოდნა სტომატოლოგიაში. მაქსიმალური შეფასება - 50 ქულა.

კონკურსში გაიმარჯვებენ ის კონკურსანტები, რომლებიც გასაუბრების მიხედვით  საუკეთესო ქულებს მიიღებენ. 

გასაუბრების  დრო:

გასაუბრება ჩატარდება 6 ივლისს.

შედეგების გამოცხადება:

კონკურსის  შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 6 ივლისის 18 საათისა.

კონტაქტი:

კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტაზე: studentinfo@eu.edu.ge  

განაცხადის ფორმა მოცემულია ბმულზე: შეავსეთ განაცხადი

გააზიარე გვერდი: