მასტერკლასი საკლასო ჟურნალისა და სხვა სასკოლო დოკუმენტაციის წარმოებასთან დაკავშირებით

2020 წლის  8-10 ივნისს, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს, ჩაუტარდათ მასტერკლასი „საკლასო ჟურნალისა და სხვა სასკოლო დოკუმენტაციის წარმოებასთან დაკავშირებით“, რომელსაც უძღვებოდა ისანი-სამგორის რესურსცენტრის უფროსი, მასწავლებლის სახლის ტრენერი და ევროპის უნივერისტეტის ლექტორი - მეგი როსტიაშვილი.

მასტერკლასი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან განხორცილებული  შეხვედრისას, სტუდენტების სურვილის საპასუხოდ ჩატარდა.

მასტერკლასის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია სასკოლო ჟურნალებთან ურთიერთობისა და სკოლაში შესამუშავებელი დოკუმენტების წარმოებასთან დაკავშირებით.

გააზიარე გვერდი: