ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების აბსტრაქტი მიღებული იქნა AMEE 2020 კონფერენციაზე

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ წარდგენილი აბსტრაქტი მიღებული იქნა ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაზე (AMEE). აბსტრაქტი “Students fail to accept peer feedback due to lack of communication skills” წარმოაჩენს კვლევის შედეგებს, რომელიც განახორციელეს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა: Adarshpal Singh და Yugdeep Singh Dudi, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორების თინათინ გოგნაძისა და ნათია ჯოჯუას ხელმძღვანელობით. აბსტრაქტი მიღებული იქნა მოკლე ზეპირი მოხსენების სახით (ვირტუალური) AMEE 2020-ზე და წარდგენილი იქნება მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტის Adarshpal Singh-ის მიერ. აღნიშნული კონფერენციის ჩატარება დაგეგმილი იყო დიდ ბრიტანეთში, გლაზგოში, მიმდინარე წლის სექტემბერში,  თუმცა არსებული სიტუაციის გამო, ჩატარდება როგორც ვირტუალური კონფერენცია (AMEE2020). მომხსენებელი სტუდენტის სარეგისტრაციო გადასახადს დაფარავს ევროპის უნივერსიტეტი.

ევროპის უნივერსიტეტი მხარს უჭერს სტუდენტების ჩართულობას კვლევით პროექტებში და მათ მონაწილეობას საერთაშორისო ღონისძიებებში!

 

გააზიარე გვერდი: