ევროპის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტის სამეცნიერო აბსტრაქტი ECCMID - ის კონგრესზე

ევროპის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტის სამეცნიერო აბსტრაქტი მიღებული იქნა ევროპის კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების (ECCMID) 30-ე კონგრესზე;

ESCMID დაფუძნდა 1983 წელს და ჩამოყალიბდა, როგორც ევროპის წამყვანი საზოგადოება კლინიკურ მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების მიმართულებით, რომელშიც გაწევრიანებულია ევროპასა და სხვა კონტინენტებზე მოღვაწე მეცნიერები.

მედიცინის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტის - როჰიტ რათჰორეს სამეცნიერო  აბსტრაქტი, ,"Bacteriophage therapy against multidrug-resistant Acinetobacter baumannii infections’’, რომელიც მან მოამზადა ევროპის უნივერსიტეტის ასისტ. პროფესორის ნათია ქარუმიძის ხელმძღვანელობით, მიღებული იქნა აღნიშნული ორანიზაციის 30-ე კონგრესზე (ECCMID 2020), რომლის ჩატარებაც დაგეგმილი იყო საფრანგეთში, ქ. პარიზში.

რამდენადაც კონგრესი მიმდინარე წლის აპრილის თვეში არ ჩატარდა COVID-19 -ის პანდემიის გამო, ყველა მიღებული აბსტრაქტი განთავსდა კონფერენციის სამეცნიერო კრებულში, რომელიც წარმოაჩენს უახლეს კვლევებსა და  მიღწევებს კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების მიმართულებით  (ECCMID Abstract Book 2020; იხ. აბსტრაქტი N-865)

გააზიარე გვერდი: