დისტანციური სწავლების პროცესში სტუდენტთა ჩართულობის ხელშეწყობის შესახებ

ინფორმაცია დისტანციური სწავლების პროცესში სტუდენტთა ჩართულობის ხელშეწყობისა და დისტანციური სწავლების მიღმა დარჩენილი სტუდენტების სწავლების ალტერნატიული გეგმითა და ინდივიდუალური მიდგომებით უზრუნველყოფის შესახებ: 

დისტანციური სწავლების პროცესში, სტუდენტთა ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, ევროპის უნივერსიტეტი კომპიუტერული მოწყობილობის არმქონე სტუდენტებს სთავაზობს ლეპტოპების დროებით სარგებლობაში, სწავლების დისტანციური რეჟიმის დასრულებამდე გადაცემას.

დისტანციური სწავლების მიღმა დარჩენილი სტუდენტების, ელექტრონული სწავლების დასრულების შემდეგ, სასწავლო პროცესში ჩართვის უზრუნველყოფის მიზნით, ევროპის უნივერისტეტი ახორციელებს და გეგმავს შემდეგი მექნიზმების გამოყენებას:

1. იმ სტუდენტთა იდენტიფიცირება, რომელთაც არ აქვთ სათანადო ტექნიკური რესურსი და აღჭურვილობა ან/და წვდომა ინტერნეტთან სასწავლო პროცესში სრულფასოვნად ჩართვის მიზნით, შესაბამისად, დარჩნენ დისტანციური სწავლების პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობის გარეშე.

2. სათანადო რესურსების არმქონე და დისტანციური სწავლების მიღმა დარჩენილ სტუდენტებს, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ინდივიდუალური მიდგომებითა და გეგმებით, რათა მათ მიერ მიღწეულ იქნეს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებით დასახული სწავლის შედეგები და მოხდეს სასწავლო პროცესის დასრულება გონივრულ დროში ან გაუხანგრძლივდეთ სწავლის პერიოდი.

გააზიარე გვერდი: