ევროპის უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით სააუდიტორიო მუშაობის პროცესის შეფასება მიმდინარეობს

ევროპის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების ფარგლებში, სწავლების პროცესში ჩართული პირების განვითარების ხელშეწყობისა და ხარისხის უზრუნველყოფის კულტურის დანერგვის მიზნით, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით მიმდინარეობს სააუდიტორიო მუშაობის პროცესის შეფასება. აღნიშნული პროცესის მიზანს წარმოადგენს საჭიროებების იდენტიფიცირება და კოლეგებში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.   

სააუდიტორიო მუშაობის შეფასებას ახორციელებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელი, პროგრამის ხელმძღვანელი, დარგის ან მომიჯნავე დარგის სპეციალისტი, სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი.

სააუდიტორიო მუშაობის შეფასება ხდება იმ აკადემიურ ან მოწვეულ პერსონალთან, რომლებიც პირველად ახორციელებენ უნივერსიტეტში სწავლებას ან/და სააუდიტორიო მუშაობისას  გამოვლინდა სისუსტეები და გასაუმჯობესებელი ასპექტები.

სააუდიტორიო მუშაობის პროცესზე დასწრების დროს ფასდება ახსნილი მასალის შესაბამისობა სილაბუსის თემატიკასთან, სასწავლო რესურსების გამოყენება, გამოყენებული სწავლების მეთოდები, სტუდენტთა ინტერაქციისა და ანალიტიკური აზროვნების განვითარების ხელშეწყობა  და სხვა.

შეფასების შედეგებისა და უკუკავშირის გაზიარება, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ, ხდება ინდივიდუალურად, იმ აკადემიურ ან მოწვეულ პერსონალთან, რომელთანაც განხორციელდა დასწრება.

პროცესის დასრულებისთანავე შეფასების შემაჯამებელი ანგარიში, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ, წარედგინება ფაკულტეტის დეკანს და შესაბამისი პროგრამის ხელმძღვანელს.

გააზიარე გვერდი: