მედიცინის ფაკულტეტის პროფესორის მაია მანწკავას კროსდისციპლინურ პროექტს საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის აფილირებული პროფესორის მაია მანწკავას მიერ წარდგენილ კროსდისციპლინურ მრავალკომპონენტიან პროექტს,  „Georgian Reality: The Sustainability of Scientific Research During the CoViD-19 Pandemic“, რომელიც აერთიანებს საქართველოს, ჩინეთის, ბულგარეთის, პორტუგალიის, ბელგიის, გერმანიიდან კვლევით ორგანიზაციებს, სამედიცინოს სექტორის ინსტიტუციებს და უნივერსიტეტებს, პანდემიის პრევენციის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მიენიჭა საერთაშორისო სტატუსი და შეფასებული იქნა უმაღლესი ქულით.

პროექტი მოიცავს კვლევებს შემდეგი მიმართულებით:

  • 1.1 მათემატიკა (გამოყენებითი მათემატიკა; სტატისტიკა და ალბათობა;
  • 1.2 კომპიუტერული და საინფორმაციო მეცნიერებანი (კომპიუტერული მეცნიერება);
  • 1.6 ბიოლოგია (უჯრედული ბიოლოგია, მიკრობიოლოგია; ვირუსოლოგია; ბიოქიმია და მოლეკულური ბიოლოგია;ბიოქიმიური კვლევის მეთოდები);
  • 2.6 სამედიცინო ტექნოლოგია (სამედიცინო ტექნოლოგია;სამედიცინო ლაბორატორიული ტექნოლოგია (ლაბორატორიული ნიმუშების ანალიზის, დიაგნოსტიკური ტექნოლოგიების ჩათვლით), ბიომასალები;
  • 2.8 ეკოლოგიური ბიოტექნოლოგია (გარემოსდაცვითი ბიოტექნოლოგიები);
  • 3.1 ფუნდამენტური მედიცინა;
  • 3.2. კლინიკური მედიცინა;
  • 5.2 ეკონომიკა და ბიზნესი;
  • 5.3 განათლების მეცნიერებანი;
  • 5.5 სამართალი

საქართველოს მხრიდან პროექტში ჩართულია 10 ზე მეტი ინსტიტუცია და მათ შორის ევროპის უნივერსიტეტი. კერძოდ, განათლების მიმართულებით მედიცინის სკოლის დეკანი პროფ. ნათია ჯოჯუა, სამართლის და ეკონომიკის  მიმართულებით - ნინო ტალიაშვილი და ელენე ჯიქია.

პროექტის ხელმძღვანელი პროფ. მაია მანწკავა იმედოვნებს,  რომ პროექტის ფარგლებში მოპოვებული მონაცემები და დასკვნები ხაზს გაუსმევს მულტიდისციპლინური კვლევების მდგრადობის აუცილებლობას პანდემიების და სხვა კრიტიკული გამოწვევების დროს.

პროექტის წარმატებით დასრულება უზრუნველყოფს საერთაშორისო კონსორციუმის ჩამოყალიბებას, რომლის ერთერთი წამყვანი ინსტიტუცია გახდება ევროპის უნივერსიტეტი, კრისტალიზაციის პრონციპის გაზიარებას, ინდუსტრიის და ბიზბეს სექტორებში მეცნიერთა ინტეგრირებას, ინტერნაციონალიზაციას და CoViD-19-ით შექმნილი ვითარების დაძლევის ქართული მოდელის პოპულარიზაციას და წარმოჩინებას მსოფლიო ასპარესზე.

გააზიარე გვერდი:

Hello World!