საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „აქტუალური ეკონომიკური და სოციალური პრობლემები თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში“.

ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის, გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტისა და ჟურნალის, „გლობალიზაცია და ბიზნესი“, ორგანიზებით, 2020 წლის 26-27 სექტემბერს გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „აქტუალური ეკონომიკური და სოციალური პრობლემები თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში“.

თანაორგანიზატორები: ქუთაისის უნივერსიტეტი, დაუგავპილსის უნივერსიტეტი (ლატვია).

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

მასალების წარდგენის ვადები:

მოხსენების სათაური და რეზიუმე - 2020 წლის 20 აპრილამდე;

მოხსენების სრული ტექსტი: 2020 წლის 15 მაისი.

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე: https://eugb.ge/conference.php?id=10 და https://eugb.ge/conference.php?id=6

გააზიარე გვერდი: