უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1 აპრილამდე გახანგრძლივდა.

გაცნობებთ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1 აპრილამდე გახანგრძლივდა.

ამასთან, განათლების სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, 16 მარტიდან ევროპის უნივერსიტეტი იწყებს სტუდენტებთან მუშაობას ელექტრონული კომპონენტის გამოყენებით. ევროპის უნივერსიტეტი აქტიურ სამუშაოებს აწარმოებს დისტანციური სწავლების მოდელზე გადასასვლელად.

ამ მიზნით, უნივერსიტეტი, ევროპულ უნივერსიტეტებთან პარტნიორობით, უზრუნველყოფს დისტანციური სწავლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართვას, სწავლების ხარისხის შესაბამისი მექანიზმების დანერგვასა და ყველა ლექტორის გადამზადებას. 

გააზიარე გვერდი: