ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის შეხვედრა საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებთან და დეკანებთან აკადემიური და მოწვეული პერსონალის შეფასების შედეგების გასაცნობად

ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ფარგლებში, საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მიზნით, სემესტრულად მიმდინარეობს პროგრამების განხორციელებაში ჩართული აკადემიური და მოწვეული პერსონალის საქმიანობის შეფასება.

2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის, შეფასდა ყველა ის პირი, რომელიც აღნიშნულ პერიოდში ახორციელებდა აკადემიურ საქმიანობას.

5 მარტს ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ, შედგა შეხვედრა შეფასების შედეგების გასაცნობად, რომელსაც ესწრებოდნენ პროგრამის ხელმძღვანელები, დეკანები, ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარმომადგენლები და რექტორი.

შეხვედრის ფარგლებში, პროგრამის ხელმძღვანელებსა და დეკანებს, კიდევ ერთხელ განემარტათ აკადემიური და მოწვეული პერსონალის შეფასების პროცესი და მასთან დაკავშირებული საჭიროებები და მიდგომები, ასევე, მათი მნიშვნელობა შეფასების პროცესში. დამსწრეებმა გამოთქვეს კონკრეტული მოსაზრებები აღნიშნულთან დაკავშირებით და დაიგეგმა პროგრამის ხელმძღვანელებისა და დეკანების მხრიდან რეაგირების გზები.

ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტი შეფასების შედეგებს აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს ინდივიდუალურად გაუზიარებს.

გააზიარე გვერდი: