ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სტომატოლოგიური პრაქტიკის გასავლელად კლინიკა "ალბიუსში"

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს ევროპისუნივერსიტეტის დიპლომირებული სტომატოლოგიის (ქართულენოვანიინგლისურენოვანიერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების შესარჩევად კლინიკა‘’ალბიუსში’’ კლინიკური პრაქტიკის გავლის მიზნით. "ალბიუსისაქართველოში არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი,  ცნობილი და წარმატებული კლინიკაარომელშიც მოქმედებს 2 სკოლაპაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლა და რესტავრაციის საერთაშორისო სკოლასადაც ხდება მოქმედი  ექიმების გადამზადება.

აღნიშნული პრაქტიკის ფარგლებში ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები ასისტირებას გაუწევენ რეზიდენტებს პაციენტებთან მუშაობის დროსასევე,  კლინიკის მოქმედი ექიმებისხელმძღვანელი პედაგოგების დაკვირების ქვეშჩაატარებენ მანიპულაციებს ფანტომებზეგაიღრმავებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს და წარმოდგენა შეექმნებათ პოსტდიპლომურ სწავლებაზე.  

კლინიკური პრაქტიკის პერიოდი

პრაქტიკა დაიწყება 2020 წლის 1 მარტს და დასრულდება 10  მარტს.

დრო: ორშაბათი-პარასკევი,  10:00-14:30 ან 14:30-18:003.

დასაშვებობა

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია დიპლომირებული სტომატოლოგიის (ქართულენოვანი,ინგლისურენოვანიერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების VI-X სემესტრის ნებისმიერ სტუდენტს

პრაქტიკის ღირებულება

კლინიკა ‘’ალბიუსში’’ პრაქტიკის გავლა შერჩეული სტუდენტებისათვის იქნება უფასოკონკურსის შედეგად მოხდება 2 ინგლისურენოვანი პროგრამის და 2 ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტის შერჩევა

განაცხადი

კონკურსანტებმა განაცხადი უნდა შეავსონ არაუგვიანეს 27 თებერვლის 18:00საათისა.

შერჩევის კრიტერიუმები

კონკურსის გამარჯვებულები შეირჩევიან გასაუბრების შედეგების მიხედვით. გააუბრება ჩატარდება შესაბამისი პროგრამის სწავლების ენაზე და შემოწმდება კანდიდატების ზოგადი ცოდნა სტომატოლოგიაშიკომისია გამოცდის  კანდიდატის მიერ სტომატოლოგიის ძირითადიცნებების ფლობასმაქსიმალური შეფასება - 50 ქულაკონკურსში გაიმარჯვებენ ის კონკურსანტებირომლებიც გასაუბრების მიხედვით  საუკეთესო ქულებს მიიღებენ.   

გასაუბრება ჩატარდება 28 თებერვალს,  13.00 საათზე, მედიცინის ფაკულტეტის შენობაში (მისამართი:საქართველო, თბილისი, დავით სარაჯიშვილის გამზირი N17). 

შედეგების გამოცხადება

კონკურსის  შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 28 თებერვლისა

კონტაქტი

კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტაზე: studentinfo@eu.edu.ge   

განაცხადი

განაცხადის ფორმა მოცემულია ბმულზე: განაცხადის ფორმა

გააზიარე გვერდი:

Hello World!