კონკურსი კლინიკური პრაქტიკის ორი სტიპენდიისთვის თურქეთის ტოკატ გაზიოსმანფაშას უნივერსიტეტში

კონკურსი კლინიკური პრაქტიკის ორი სტიპენდიისთვის თურქეთის ტოკატ გაზიოსმანფაშას უნივერსიტეტში

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს კლინიკური პრაქტიკის გავლის მიზნით, ევროპის უნივერსიტეტის დიპლომირებული სტომატოლოგის (ქართულენოვანი, ინგლისურენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის პარტნიორ ტოკატ გაზიონმანფაშას უნივერსიტეტში (თურქეთი) სტიპენდიის მოსაპოვებლად.

ტოკატ გაზიონმანფაშას უნივერსიტეტი წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტს თურქეთში და რეიტინგულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას  მსოფლიოში. 

 

კლინიკური პრაქტიკის პერიოდი და ხასიათი

პრაქტიკა დაიწყება 2020 წლის 1 მარტს და დასრულდება 10  მარტს. ის წარიმართება აღნიშნული უნივერსიტეტის კლინიკაში. პრაქტიკისთვის აუცილებელი ენაა ინგლისური (მინიმუმ B2 დონე). პროგრამა მოიცავს კლინიკურ პრაქტიკას ზედამხედველობის პირობებში. ის არ არის განსაზღვრული სასწავლო კრედიტების  დასაგროვებლად და მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სტუდენტს  ცოდნისა და უნარ-ჩვევების დახვეწის კუთხით.

კონკურსზე დაშვება

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია დიპლომირებული სტომატოლოგიის (ქართულენოვანი, ინგლისურენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების V-IX სემესტრის ნებისმიერ სტუდენტს.

 

სტიპენდია

პარტნიორ უნივერსიტეტში პრაქტიკის გავლა შერჩეული სტუდენტებისათვის იქნება უფასო.

სხვა დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსების მიზნით, უნივერსიტეტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიის ოდენობა განისაზღრება 150 ამერიკული დოლარის ეკვივალენტი ლარში (ერთჯერადი დაფინანსება).

სტიპენდიების რაოდენობა: ორი სტუდენტისთვის.

 

ხარჯები, რომელთაც სტიპენდია არ ფარავს

ვიზის, ფრენის, განთავსების და სხვა დაკავშირებული ხარჯების დაფარვა მოხდება სტუდენტების მიერ.  

 

ვიზა

სავიზო პროცედურებთან დაკავშირებით, შერჩეული სტუდენტები მიიღებენ აუცილებელ ადმინისტრაციულ მხარდაჭერას.

 

განაცხადი

კონკურსანტებმა განაცხადი უნდა შეავსონ არაუგვიანეს 13 თებერვლის 18:00 საათისა. ყველა კანდიდატს უნდა ჰქონდეს ვალიდური პასპორტი, ხოლო უცხოეთის მოქალაქე სტუდენტებს – საქართველოში ბინადრობის მოწმობა, რომელთაც ვადა კლინიკური პრაქტიკის პერიოდის შემდეგ გაუდით.    

 

შერჩევის კრიტერიუმები

კონკურსის გამარჯვებულები შეირჩევიან გასაუბრების შედეგების მიხედვით.

გასაუბრება ორ ნაწილს მოიცავს. ორივე ნაწილის მაქსიმალური შეფასებაა 100 ქულა.

გასაუბრების პირველ ნაწილში შემოწმდება კანდიდატების ენობრივი კომპეტენცია ინგლისურ ენაში. სტუდენტებმა უნდა დაადასტურონ ინგლისურად საუბრის კომპეტენცია მინიმუმ B2 დონეზე. მაქსიმალური შეფასება - 50 ქულა.

 

გასაუბრების მეორე ნაწილში შემოწმდება კანდიდატების ზოგადი ცოდნა სტომატოლოგიაში. კომისია გამოცდის  კანდიდატის მიერ სტომატოლოგიის ძირითადი ცნებების ფლობას. მაქსიმალური შეფასება - 50 ქულა.

 

სტიპენდიები გადაეცემა გასაუბრების იმ კონკურსანტებს, რომლებიც გასაუბრების ორივე ნაწილის შეფასებების ჯამის მიხედვით,  საუკეთესო ქულებს მიიღებენ. 

 

გასაუბრების  დრო

გასაუბრება ჩატარდება 14 თებერვალს,  13.00 საათზე, მედიცინის ფაკულტეტის შენობაში (მისამართი: საქართველო, თბილისი, დავით სარაჯიშვილის გამზირი N17).

შედეგების გამოცხადება

კონკურსის  შედეგები გამოცხადდება 15 თებერვალს.

კონტაქტი

კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელფოსტაზე: international@eu.edu.ge  

განაცხადი

განაცხადის ფორმა მოცემულია ბმულზე:  განაცხადის ფორმა

გააზიარე გვერდი: