#iSTUDENT - ის პირველი ტური ევროპის უნივერსიტეტში

#iSTUDENT - ის პირველი ტური ევროპის უნივერსიტეტში

30 იანვარს, ევროპის უნივერსიტეტმა, სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა.

მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთი დღით ყოფილიყვნენ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები, გაცნობოდნენ EU-ს ცხოვრებას, სალექციო პროცესს, პროფესორებსა და სტუდენტებს, რომლებმაც მათ საინტერესო ინფორმაცია გაუზიარეს.

ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეები ესტუმრნენ ზურაბ ჟვანიას სახელობის საპარლამენტო დარბაზს, მუზეუმს, იმიტირებულ სასამართლო დარბაზს.

დასკვნით ეტაპზე კი საკუთარი შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარეს.

#შEUერთდი ჩვენს გუნდს და #იყავიგამორჩEUლი!

 

გააზიარე გვერდი: