ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის ტრენინგი

17 იანვარს, ევროპის უნივერსიტეტში, ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ, ჩატარდა ტრენინგი აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების შესახებ. ტრენინგი ეხებოდა იმ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელთა აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი ამჟამად მიმდინარეობს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის, დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის (ქართ. ENG) ხელმძღვანელები და კომიტეტის წევრები. ასევე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი და ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განხილულ იქნა აკრედიტაციის სტანდარტები, აკრედიტაციისათვის მოსამზადებელი თითოეული ეტაპი და თვითშეფასების წერის პროცესი ჩართულ პირთა ფუნქციები. კომიტეტის წევრებს დეტალურად გაეცნოთ მათი მოვალეობები.

გააზიარე გვერდი: