ევროპის უნივერსიტეტში ეროვნული დროშის დღე აღინიშნა

 14 იანვარს ევროპის უნივერსიტეტში ეროვნული დროშის დღე აღინიშნა.

სახელმწიფო დროშის დღე, როგორც ქვეყნის ეროვნული ერთიანობის, დამოუკიდებლობისა და მომავლისკენ სწრაფვის სიმბოლო, საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება. ღონისძიება, პირველად, 2012 წლის 14 იანვარს ჩატარდა და მას შემდეგ, სრულიად საქართველოს მასშტაბით, ყოველწლიურად მიმდინარეობს.

ევროპის უნივერსიტეტი იზიარებს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და აქტიურად ჩაერთო ღონისძიებაში, ვინაიდან ჩვენთვის, პრიორიტეტულია არა მარტო ევროპული ღირებულებები, არამედ, ეროვნულ იდენტობასთან დაკავშირებული საკითხები.

გააზიარე გვერდი: