კონკურსი აბიტურიენტებისთვის "ჩემი იდეა ჩემს სკოლას"

ევროპის უნივერსიტეტი სკოლის მოსწავლეებისთვის მასშტაბურ კონკურსს იწყებს, სახელწოდებით „ჩემი იდეა ჩემს სკოლას“. 

თუ ხართ მე-11, ან მე-12 კლასის მოსწავლე და ფიქრობთ, რომ თქვენი იდეით შეგიძლიათ თქვენი სკოლის განვითარება, მაშინ ეს კონკურსი თქვენთვისაა. 

კონკურსის წესები მარტივია, გაერთიანდით თქვენს მეგობრებთან ერთად და გამოგვიგზავნეთ პროექტის აღწერა, სადაც მოგვიყვებით, თუ რას გააკეთებდით 20 000 ლარად თქვენი სკოლისთვის და დაგვანახებთ იდეის განხორციელების მნიშვნელობას და აუცილებლობას.

საუკეთესო პროექტის ავტორ გამარჯვებულ გუნდს იდეის განსახორციელებლად ევროპის უნივერსიტეტისგან 20 000 ლარი გადაეცემა. 

საუკეთესო პროექტს სპეციალურად მოწვეული ჟიური გამოავლენს.

ჟიურის წევრები:

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული და Global Teachers Prize-ის ფინალისტი, პედაგოგი სოფელ ჩიბათიდან, ლადო აფხაზავა.

ტელე პროექტ „წიგნების თაროს“ წამყვანი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი.

კონკურსში რეგისტრაცია 2020 წლის 1 მარტამდე მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ: https://cutt.ly/je5YNNw
 

გააზიარე გვერდი: