პანელური დისკუსია თემაზე: თქვენი ხმა უფროსებს

 27 დეკემბერს ევროპის უნივერსიტეტში, სამართლებრივი დახმარების ცენტრისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა პანელური დისკუსია თემაზე: ,,თქვენი ხმა უფროსებს''.

პანელურ დისკუსიას  ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სკოლებიდან, სტუენტები და უნივერსიტეტის აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალი. 

დისკუსიას უძღვებოდნენ არასრულწლოვანთა საქმეების ადვოკატი გიორგი ტურაზაშვილი, ფსიქოლოგი ანა არველაძე. უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღანელი ლევან მესხორაძე, პროგრამის თანახელმღვანელი თათია დოლიძე, სახალხო დამცველის აპარატის ბავშვთა უფლებათა მთავარი სპეციალისტი ქეთევან სოხაძე, სამართლის საბაკალავრო პროგრამის მოწვეული ლექტორი მარიამ ბოჭორიშვილი.

დისკუსიაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

  • მოზარდის უფლებები;
  • მოზარდის დაკითხვა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება;
  • მოზარდის უფლებები სკოლაში;
  • მოზარდის ფსიქოლოგიური პრობლემები და მისი პრევენცია.

საზოგადოებაში არსებული დიდი ინტერესის გამო ევროპის უნივერსიტეტი მუდმივად გამოეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და არაერთ ღონისძიებას შესთავაზებს მოსწავლეებსა და სტუდენტებს. 

გააზიარე გვერდი: