ევროპის უნივერსიტეტი მედიცინის ფაკულტეტზე 2020 წლის გაცვლით პროექტებში მონაწილეობის მიღების მიზნით სტუდენტების შესარჩევ კონკურსს აცხადებს

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, გაფორმებული მემორანდუმების ფარგლებში, გაცვლით პროექტებში მონაწილეობის  მიზნით კონკურსს აცხადებს.

კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ უნივერსიტეტებში: 

ა) Korea University College of Medicine (კორეის რესპუბლიკა);
ბ) Tokat Gaziosmanpasa University (თურქეთი);
გ) Ivano-Frankivsk National Medical University (უკრაინა);
დ) West Kazakhstan Marat Ospanov State Medical University (ყაზახეთი). 

საკონკურსო მოთხოვნები:
ა) კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანატლებლო პროგრამის სტუდენტს, რომელსაც  კონკურსის გამოცხადების დროისთვის დასრულებული აქვს საგანმანათლებლო პროგრამის 5 სემესტრი. 
ბ) კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობაა სტუდენტის მაღალი აკადემიური მოსწრება, კერძოდ GPA 3.5-ზე მეტი;
კანდიდატების შერჩევა ორ ეტაპად განხორციელდება:
ა) გამოგზავნილი დოკუმენტებისა და საჭირო ინფორმაციის შესაბამისობა დაწესებულ მოთხოვნებთან;
ბ) სტუდენტების მიერ გავლილი სასწავლო კურსების ინტეგრირებული ტესტი;

კონკურსის შედეგად სულ ოთხი სტუდენტი შეირჩევა.

კონკურსის თითოეული გამარჯვებული ირჩევს ერთ-ერთ ზემოთ აღნიშნულ უნივერსიტეტს.

ევროპის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების ნაწილობრივ დაფინანსებას. კერძოდ, სტუდენტები, რომლებიც 2020 წელს აღნიშნული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გაემგზავრებიან  უკრაინის, თურქეთის და ყაზახეთის უნივერსიტეტებში, დაფინანსდებიან 600 ლარით, ხოლო კორეის რესპუბლიკის შემთხვევაში დაფინანსება შეადგენს 1200 ლარს. 

ქვეყნის არჩევის პრიორიტეტი მიენიჭება კონკურსში მაღალი ქულის მქონე სტუდენტს. კორეის მედიცინის საუნივერსიტეტო კოლეჯის არჩევა სტუდენტს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას კონკურსის გამოცხადების დროისათვის დასრულებული აქვს 8 სემესტრი. 
კონკურსზე რეგისტრაციისათვის სტუდენტებმა უნდა გამოაგზავნონ პასპორტის ასლი მეილზე: studentinfo@eu.edu.ge  2019 წლის 25 ნოემბრამდე.
 

გააზიარე გვერდი: