ევროპის უნივერსიტეტმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან მემორანდუმები გააფორმა

საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ფარგლებში კვლევითი  და პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერების მიზნით, ევროპის უნივერსიტეტმა მემორანდუმები შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გააფორმა:
 
•      ჯორჯ მარშალის სახელობის ცენტრის კურსდამთავრებულთა კავშირი, საქართველო-საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრი;
•      საერთაშორისო სწავლების კვლევითი ცენტრი;
•      სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში;
•    ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი. 
 
მემორანდუმების ფარგლებში, განისაზღვრა მომავალი თანამშრომლობის პრიორიტებები და დაიგეგმა ერთობლივი პროექტები.
 
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ფარგლებში ევროპის უნივერსიტეტის პარტნიორების სიაში არიან ასევე:
 
•      საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
•      საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ფონდი;
•      კავკასიური სახლი;
•      მრავალეროვანი საქართველო;
•      პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის.
 

გააზიარე გვერდი: