ხარისხის სამსახურის შეხვედრა აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან

6 ნოემბერს, ევროპის უნივერსიტეტში ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ აკადემიურ/მოწვეულ პერსონალთან გაიმართა შეხვედრა. 

შეხვედრას ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები, პროგრამის ხელმძღვანელი და სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.  

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელმა, პროგრამის განმახორციელებელ პერსონალს კიდევ ერთხელ, დეტალურად გააცნო სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთო­დები და შედეგების შეფასების მეთოდოლოგია. ასევე, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ დაფიქსირებულ რეკომენდაციებზე.  შეხვედრაზე, კიდევ ერ­თხელ, დეტალურად იქნა განხილული პროგრამა, სასწავლო გეგმა და შედეგების რუკა.

სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგ-ცენტრის ხელმძღვანელმა, მარიამ კილანავამ ცეტრის მიერ დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა და პერსონალს სთხოვა, სრულად ჩართულიყვნენ მიმდინარე პროექტებში.

შეხვედრაზე პროგრამის განმახორციელებელი პერსონალი შეთანხმდა, რომ სამომავლოდ, თვეში ერთხელ შეხვედრებს გამართავენ და პროგრამის განვითარებაზე იმსჯელებენ. 

გააზიარე გვერდი: