მასტერკლასი თემაზე: "საკონფერენციო სტატიის წერის ტექნიკა"

7 ნოემბერს, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მასტერ კლასი ჩატარდა. 

მასტერკლასის მთავარი თემა საკონფერენციო სტატიის წერის ტექნიკა იყო. 

მასტერკლასს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის  ხელშეწყობის ცენტრის უფროსი ლოლიტა შენგელია და ევროპის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის თანამშრომელი ანა კულოშვილი უძღვებოდნენ. 

მასტერკლასი შემდეგ ძირითად საკითხებს მოიცავდა: 

•    სამეცნიერო ბაზებიდან სანდო და რელევანტური წყაროების მოძიება;
•    როგორ ავირიდოთ თავიდან პლაგიატი 
•    ტურნიტინის გამოყენების წესები

მასტერკლასის ბოლოს, სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება წინა კონფერენციის მონაწილეებმა, საბარუ ვენკატა ნაგა მეგანამ და ალიკია ჩიპურუპალიმ გაუზიარეს.
 

გააზიარე გვერდი: