ევროპის უნივერსიტეტის სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგ ცენტრი გთავაზობთ “სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო კურსის დაგეგმვის“ ტრენინგს

ევროპის უნივერსიტეტის სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგ ცენტრის ორგანიზებით,  9 ნოემბერს 10:00-დან 15:00 საათამდე, აკადემიური პერსონალისთვის, გაიმართება ტრენინგი თემაზე: “სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო კურსის დაგეგმვა“. 

ტრენინგს უხელმძღვანელებს ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, ტრენერი და ექსპერტი - თამარ კერძაია. 

ტრენინგის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 12. შესაბამისად, აღნიშნულზე დარეგისტრირდებიან ის ლექტორები, რომლებიც უფრო ადრე გაივლიან რეგისტრაციას.

ტრენინგზე დასასწრებად გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია, მითითებულ ბმულზე: https://urlzs.com/Ciy4S

უნდა აღინიშნოს, რომ სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგ ცენტრმა, მის ევროპელ პარტნიორებთან, University of Salzburg-თან და Central European University-სთან თანამშრომლობით, გადაამზადა ტრენერები სხვადასხვა მიმართულებით და შეიქმნა 6 ტრენინგ მოდული:


·         სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო კურსის დაგეგმვა;
·         პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL);
·         შეფასების თანამედროვე მეთოდები;

·         სწავლების თანამედროვე მეთოდები;
·         ციფრული ტექნლოგიების ჩართვის უპირატესობები სწავლების პროცესში;
·         პლაგიატის ამომცნობი პროგრამის ინტეგრირება სასწავლო პროცესში.

მოცემული ტრენინგები, ევროპის უნივერსიტეტში სასწავლო წლის განმავლობაში პერიოდულად ჩატარდება, თვეში რამდენიმეჯერ და ხელმისაწვდომი იქნება უნივერსიტეტის მთელი აკადემიური, თუ მოწვეული პერსონალისთვის, რაც შექმნის შესაძლებლობას, დასწრების მსურველები დარეგისტრირდნენ მათთვის სასურველ მოდულზე, სასურველ დროს. ტრენინგები ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის სრულად არის დაფინანსებული უნივერსიტეტის მიერ.
 

გააზიარე გვერდი: