ევროპის  უნივერსიტეტი სტუდენტთა აქტივობის კონკურსს გთავაზობთ

ევროპის  უნივერსიტეტი სტუდენტთა აქტივობის კონკურსს გთავაზობთ, კონკურსში მონაწილეობა ევროპის უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია.

კონკურსის მთავარი მიზანია სტუდეტების წახალისება და კიდევ უფრო საინტერესო სტუდენტური აქტივობების შექმნა, გარდა ამისა, სამეცნირეო-კვლევითი საქმიანობა, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა, ტრენინგ-კურსებში, საჯარო ლექციებსა და ვორქშოფებში მონაწილეობა; სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებსა და  უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში მონაწილეობა. 

კონკურსის შინაარსი: ყოველ აქტივობას მინიჭებული აქვს შესაბამისი ქულა. თითოეული სტუდენტის მიერ 2019-20 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის დასრულებამდე (31 დეკემბრამდე) განხორციელებული აქტივობები დაჯამდება ქულების შესაბამისად. 

სტუდენტების აქტივობისთვის განკუთვნილი ქულები:

 
1    ადგილობრივ კონფერენციებზე დასწრება - 5 ქულა;
2    ადგილობრივ კონფერენციებში პოსტერული მოხსენებით გამოსვლა - 10  ქულა;
3    ადგილობრივ კონფერენციებში ზეპირი მოხსენებით გამოსვლა  -15 ქულა;
4    საერთაშორისო კონფერენციებზე დასწრება - 10 ქულა;
5    საერთაშორისო კონფერენციებში პოსტერული მოხსენებით გამოსვლა -15 ქულა;
6    საერთაშორისო კონფერენციებში ზეპირი მოხსენებით გამოსვლა  - 20 ქულა;
7    ტრენინგ-კურსებსა და სემინარებში მონაწილეობა (1 დღემდე ხანგრძლივობის) - 5 ქულა;
8    ტრენინგ-კურსებსა და სემინარებში მონაწილეობა (1-3  დღემდე   ხანგრძლივობის) - 7 ქულა;
9    ტრენინგ-კურსებსა და სემინარებში მონაწილეობა (3 დღეზე მეტი    ხანგრძლივობის) - 10 ქულა;
10    საჯარო ლექციებზე დასწრება - 5 ქულა;
11    უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში მონაწილეობა  - 4 ქულა;
12    სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობა  - 7 ქულა;
13    სტუდენტური ღონისძიებების მხარდაჭერა     - 4 ქულა;
14    ლექტორის ასისტირება და ტუტორობა - 15 ქულა;
15    სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობა - 20 ქულა;

სტუდენტთა აქტივობის კონკურსის შედეგად კი გამოვლენილი 3 ყველაზე მაღალი ქულის მქონე სტუდენტი, რომელთაც 2020 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, ყოველთვიურად  100 ლარიან სტიპენდია გადაეცემა. 
ნებისმიერი დამატებითი კითხვის შემთხვევაში, მიმართეთ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრს: servicecenter@eu.edu.ge 

გააზიარე გვერდი: