ევროპის უნივერსიტეტი ადვოკატ დევიდ კოლბეს სერტიფიცირებულ ტრენინგ-კურსს მასპინძლობს

15 ოქტომბრიდან ევროპის უნივერსიტეტში ამერიკელი პროფესორის, ადვოკატ დევიდ კოლბეს სერტიფიცირებული ტრენინგ-კურსი: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო“ მიმდინარეობს. 
ტრენინგ-კურსში მონაწილეობენ როგორც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები, ასევე სამართლის სფეროთი დაინტერესებული პირები.
კურსი 10 დღიანია და მისი წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ. 

გააზიარე გვერდი:

Hello World!