საფრანგეთის Panthéon-Assas Paris II-ის უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი ევროპის უნივერსიტეტში

8 ოქტომბერს, ევროპის უნივერსიტეტს  საფრანგეთის  Panthéon-Assas Paris II-ის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ. 
შეხვედრის შედეგად, ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტსა და საფრანგეთის  Panthéon-Assas Paris II-ის უნივერსიტეტს შორის, ერაზმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სამომავლო  ურთიერთთანამშრომლობა დაიგეგმა.  
ასევე, სამომავლოდ დაგეგმილია ევროპის უნივერსიტეტში ფრანგული ენის კურსის სასწავლო კომპონენტად დანერგვაც. 
შეხვედრას ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ესწრებოდნენ, ხოლო ფრანგულ მხარეს პროფესორი მარტინ კოლე, საფრანგეთის საელჩოს სამეცნიერო და საუნივერსიტეტო თანამშრომლობის ატაშე ელეონორე გარნიე და საქართველოში ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენელი დევიდ ტეურტრი წარმოადგენდნენ. 
 

გააზიარე გვერდი: