ევროპის უნივერსიტეტმა და საქველმოქმედო ფონდმა „აი ია“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

2019 წ. 27 სექტემბერს, ევროპის უნივერსიტეტსა და სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდს ,,აი ია’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი საქველმოქმედო ფონდის ,,აი ია’’ ბაზაზე უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის პრაქტიკა/სტაჟირების შეთავაზებასა და კარიერული განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

შეხვედრის ფარგლებში, ,,აი ია’’-ს წარმომადგენლებმა სტუდენტებს ფონდის საქმიანობასა და სმენის რეაბილიტაციის მიმართულებით მუშაობის პირადი გამოცდილება გაუზიარეს და ამ სფეროში მოთხოვნადი პროფესიებისა და
დასაქმების პერსპექტივების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

სმენის დარგში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ევროპის უნივერსიტეტი და ფონდი ,,აი ია’’ ერთობლივად საგანმანათლებლო პროგრამების შექმნაზე მუშაობას აქტიურად გააგრძელებენ.
 

გააზიარე გვერდი: