ევროპის უნივერსიტეტის ენების ცენტრის ტრენინგი ესპანეთში

ევროპის უნივერსიტეტის ენების ცენტრის ორგანიზებით ქ. მადრიდში, ალკალას უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრში ინგლისური ენის 10 დღიანი ტრენინგ კურსი ჩატარდება. სასწავლო კურსს უახლესი ინოვაციური მეთოდების გამოყენებით გამოცდილი სპეციალისტი წარუძღვება.

ტრენინგის ფარგლებში სასწავლო კომპონენტის გარდა დაგეგმილია მრავალფეროვანი ღონისძიებები. მონაწილეები შეხვდებიან საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებს ესპანეთში, ქართველ სტუდენტებს, მოინახულებენ ქალაქ ალკალა დე ენარეს, სადაც მდებარეობს მიგელ დე სერვანტესის სახლ-მუზეუმი, მონაწილეობას მიიღებენ გასართობ ღონისძიებებში და ა.შ.

ტრენინგის მონაწილეებს კურსის დასრულების შემდეგ გადაეცემათ სერტიფიკატები.

დამატებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.

 

 

გააზიარე გვერდი:

Hello World!