უნგრელი სტუდენტების კლინიკური პრაქტიკა IFMSA-ის გაცვლითი პროექტის ფარგლებში

მედიკოს სტუდენტთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMSA) გაცვლითი პროექტის (SCOPE) ფარგლებში ევროპის უნივერსიტეტში იმყოფებოდა ბუდაპეშტის სემელვეის სამედიცინო უნივერსიტეტის ორი სტუდენტი. სტუდენტებმა გაიარეს ზოგადი ქირურგიის ერთთვიანი პრაქტიკა  ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში. ევროპის უნივერსიტეტის ლექტორების - ვახტანგ გოდერძიშვილისა და ლაშა გულბანის ხელმძღვანელობით სტუდენტები ჩართულნი იყვნენ ყოველდღიურ კლინიკურ საქმიანობაში: პაციენტების დიაგნოსტიკა, ზედამხედველობა და მონიტორინგი.

გააზიარე გვერდი: