ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორის მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე

ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი ნათია ჯოჯუა ევროპის უნივერსიტეტის დაფინანსებით 6-10 ივლისს იმყოფებოდა ქ. კრაკოვში (პოლონეთი), სადაც მონაწილეობა მიიღო ევროპის ბიოქიმიკოსთა ასოციაციების ფედერაციის (FEBS) ყოველწლიურ კონგრესში. 

კონგრესის მიმდინარეობისას შეხვედრები ჰქონდა კონფერენციის მონაწილე ცნობილ მეცნიერებთან აკადემიური და სამეცნიერო მიმართულებით შესაძლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
 

გააზიარე გვერდი: