ადაპტირებული ქართული კლასიკური მხატვრული ლიტერატურის პრეზენტაცია

2019 წლის 16 ივლისს, 12 საათზე ევროპის უნივერსიტეტში ადაპტირებული ქართული კლასიკური მხატვრული ლიტერატურის  პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნების სერია წარმოადგენს ენის ფლობის დონეებად ადაპტირებულ ქართულ მხატვრულ ლიტერატურას, დამხმარე სასწავლო რესურსს ქართულის, როგორც უცხო/მეორე ენის სწავლების სფეროში. 

ლიტერატურა ადაპტირდა ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორის - მარიამ კილანავას მიერ.

პრეზენტაციას დაესწრებიან, როგორც  ქართულის, როგორც უცხო/მეორე ენის სწავლების სფეროში მოღვაწე პროფესორები, ისე ამ დარგის სპეციალსტები და საკითხით დაინტერესებული პირები სხვადსხვა უნივერსიტეტიდან.

პრეზენტაცია ევროპის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება (მის.: გურამიშვილის გამზირი #76, 1 სართული). 
 

გააზიარე გვერდი: