ამერიკული კურსის პირველი დღე ევროპის უნივერსიტეტში

2019 წლის 24 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტში დაიწყო ჩიკაგოს სპრინგფილდის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ნენსი სკანელის ინგლისურენოვანი კურსი ტურიზმის მიმართულებით, რომელიც 5 დღეს გაგრძელდება.

ინტერაქტიური კურსის განმავლობაში, სტუდენტები შეასრულებენ სხვადასხვა დავალებასა და მცირე კვლევას საქართველოსა და მსოფლიოში ტურიზმის სფეროში არსებულ ტენდენციებზე.  

კურსი 28 ივნისს დასრულდება გამოცდით, რომლის დროსაც სტუდენტები ჯგუფურ  პროექტებს წარმოადგენენ. 

გააზიარე გვერდი: