ევროპის უნივერსიტეტის ინფორმატიკის სტუდენტი გუგლის კონკურსში იღებს მონაწილეობას

საერთაშორისო სამსახურის ორგანიზებით, ევროპის უნივერსიტეტის ინფორმატიკის პროგრამის სტუდენტი ომარ შირინიანი მონაწილეობას იღებს გუგლის დეველოპერების საუნივერსიტეტო სტუდენტური კლუბების ლიდერთა კონკურსში.

კონკურსში გამარჯვებულებს გუგლი მხარდაჭერას გაუწევს საუნივერსიტეტო კლუბების შექმნისა და სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზების კუთხით. ასევე დაფინანსდება კლუბის მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებაში.

2019 წელს, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური და ინფორმატიკის პროგრამა, სხვა პროექტების განხორციელებასაც გეგმავენ.


 

გააზიარე გვერდი: