ევროპის უნივერსიტეტში მოსამართლის პროფესიული ქცევის სტანდარტების შესახებ მასტერკლასი გაიმართა

2019 წლის 12 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტში, ამერიკელმა მოსამართლემ ფლორიდის შტატიდან მარკ სპეისერმა, მასტერკლასი ჩაატარა თემაზე: „მოსამართლის პროფესიული ქცევის სტანდარტები“. 

ამერიკელი მოსამართლე ქართველ მსმენელებს ესაუბრა მოსამართლის პროფესიული ქცევის მოთხოვნებზე, როგორც საერთაშორისო კუთხით, ასევე აშშ-ს კანონმდებლობის მიხედვით. მან თავის სამოსამართლო პრაქტიკიდან სხვადასხვა პრეცედენტები გაიხსენა, ისაუბრა მოსამართლეთა საკანონმდებლო რეგულაციებზე აშშ-ს მაგალითზე და იგი საერთაშორისო სტანდარტებს შეადარა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატი.

მარკ სპეისერს ევროპის უნივერსიტეტთან მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებს. მას არაერთხელ ჩაუტარებია საჯარო ლექცია და ტრენინგი ევროპის უნივერსიტეტში. მისი ინიციატივით ევროპის უნივერსიტეტის საუკეთესო სტუდენტმა მაიამის (აშშ) სასამართლოში ერთ თვიანი პრაქტიკა გაიარა.
 

გააზიარე გვერდი: