ევროპის უნივერსიტეტმა და კორეის უნივერსიტეტმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს

2019 წლის 10 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტმა და კორეის უნივერსიტეტმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

მემორანდუმის ფარგლებში მოხდება სამედიცინო განათლებისა და კვლევების, გაცვლებისა და თანამშრომლობის ინიციატივების ხელშეწყობა.

მხარეები ერთობლივად იმუშავებენ, რომ ორივე უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პერსონალს ჰქონდეთ კვლევითი და აკადემიური შესაძლებლობები. 

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, განხორციელდება შემდეგი გაცვლითი აქტივობები:

  • აკადემიური პერსონალის გაცვლა ორმხრივი, ერაზმუს+ და სხვა საერთაშორისო დაფინანსების პროგრამების ფარგლებში;
  • სტუდენტების გაცვლა.
  • აკადემიური ინფორმაციისა და გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება;
  • ერთობლივი კვლევითი პროგრამებისა და მრავალი სხვა საინტერესო გაცვლითი პროექტის ორგანიზება.
გააზიარე გვერდი: