ევროპის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის შეხვედრა მედიცინის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან

2019 წლის 23 მაისს, ევროპის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტმა შეხვედრა გამართა მედიცინის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან. 

შეხვედრის მიზანი იყო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაში ჩართული აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის შეფასების განახლებული სისტემის გაცნობა. ამ ახალი სისტემის მიხედვით კომპლექსურად, თუმცა განსხვავებულად ფასდება როგორც აკადემიური, ასევე მოწვეული პერსონალის საქმიანობა: აკადემიური პერსონალის შეფასება ხდება როგორც სამეცნიერო-კვლევითი, ასევე აკადემიური საქმიანობის მიხედვით, ხოლო მოწვეული პერსონალის შეფასება ხდება მხოლოდ აკადემიური საქმიანობის საფუძველზე.

შეფასების პროცესში ჩართულია სტუდენტები, ფაკულტეტის დეკანი, პროგრამის ხელმძღვანელი, სასწავლო პროცესის მენეჯერები და საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი.

შეხვედრას ესწრებოდნენ მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების აკადემიური და მოწვეული პერსონალი. შეხვედრისას დეტალურად გაანალიზდა შეფასების კომპონენტები, ინდიკატორები და შეფასების პროცედურები. 

შეფასების განახლებული სისტემის მიხედვით, აკადემიური და მოწვეული პერსონალის შეფასება პირველად განხორციელდება 2018-2019 აკადემიური წლის ბოლოს და გაგრძელდება ყოველწლიურად, აკადემიური წლის დასასრულს. 
 

გააზიარე გვერდი: