EU ფუტსალის გუნდმა GAU-ს ფუტსალის გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხა

21 მაისს, ევროპის უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდმა GAU-ს ფუტსალის გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

გოლების ავტორები გიორგი კუპრეიშვილი და ლაკო ქსოვრელიშვილი იყვნენ.

გამარჯვების შედეგად, EU ფუტსალის გუნდი PLAY OFF-ში გადავიდა.

14 მაისს, გუნდი სულხან-საბა ორბელიანის სსწავლო უნივერსიტეტის გუნდს შეხვდა.
თამაში საბოლოო ჯამში საკმაოდ დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა და ევროპის უნივერსიტეტის გუნდმა პირველი ტაიმი 3:1 დათმო, თუმცა საბოლოოდ მეტოქე ანგარიშით 5:3 დაამარცხა. 
გოლების ავტორები გიორგი ნერგაძე - 3 გოლი (ჰეთრიკი); გიორგი კუპრეიშვილი - 2 გოლი (დუბლი).

გუნდს პირველი თამაში GIPA-ს ფუტსალის გუნდთან ქონდა, სადაც მოწინააღმდეგე ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

30 აპრილს, EU-ს ბიჭები ტექნიკური უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდს დაუპირისპირდნენ და ისინი 3:0 ანგარიშით დაამარცხეს. გოლის ავტორები: დავით თარხნიშვილის დუბლი და გიორგი კუპრეიშვილის 1 გოლი მეტოქის კარში.

უნივერსიადის მორიგი ასპარეზობა, 3 მაისს, ქუთაისში გაიმართა, სადაც EU ფუტსალის გუნდმა მოწინააღმდეგე ანგარიშით 7:3 დაამარცხა. 
გოლის ავტორები: 
გიორგი კუპრეიშვილი დუბლით, გიორგი ნერგაძე   დუბლით და დავით თარხნიშვილი, რომელმაც  ქუთაისის სპორტის სასახლეში აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის კარში 3 გოლი გაიტანა.

7 მაისს, 12:30 საათზე, ჩვენი ბიჭები  არენა 1-ში საქართველოს უნივერსიტეტის გუნდს შეებრძოლნენ და მეტოქე ანგარიშით 4:2 დაამარცხეს.  დუბლი შეასრულა გიორგი ნერგაძემ, მორიგი გოლების ავტორები კი ვაკო ქსოვრელიშვილი და  გიორგი სვანიძე გახდნენ.

10 მაისს, 13:00 საათზე გუნდი თელავის უნივერსიტეტს შეხვდა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
გოლის ავტორები გიორგი ნერგაძე, გიორგი შველიძე და გიორგი სვანიძე გახლდნენ.
 

გააზიარე გვერდი: