ევროპის უნივერსიტეტში ისტორიულ არქეოლოგიური მუზეუმის გახსნა

2019 წლის 18 მაისს, ევროპის უნივერსიტეტში ისტორიულ არქეოლოგიური მუზეუმი გაიხსნა.

საქართველოს კერძო საუნივერსიტეტო სივრცეში ამ ტიპის სიძველეთსაცავი პირველია.

ევროპის უნივერსიტეტის მუზეუმი შედგება ორი ნაწილისგან.  პირველი ნაწილი მოგვითხრობს თავად უნივერსიტეტის ისტორიას, ხოლო მეორე ნაწილში წარმოდგენილია ევროპის უნივერსიტეტის ისტორიულ არქეოლოგიური კოლექციები, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩოები წარმოდგენილია გვიან ბრინჯაოს ხანიდან გვიან ფეოდალურ ხანამდე.

 

გააზიარე გვერდი: