ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის შეხვედრა მედიცინის ფაკულტეტის აფილირებულ აკადემიურ პერსონალთან შეფასების განახლებული სისტემის გაცნობასთან დაკავშირებით

2019 წლის 18 მაისს ევროპის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტმა საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაში ჩართული აკადემიური და მოწვეული პერსონალის შეფასების განახლებული სისტემის გაცნობის მიზნით გამართა შეხვედრა  მედიცინის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების აფილირებულ აკადემიურ პერსონალთან.

განახლებული შეფასების სისტემა გულისხმობს აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი და აკადემიური საქმიანობის, ხოლო მოწვეული პერსონალის აკადემიური საქმიანობის შეფასებას. შეფასების პროცესში ჩართულია სტუდენტები, ფაკულტეტის დეკანი, პრორგამის ხელმძღვანელი, სასწავლო პროცესის მენეჯერები და საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი. შეხვედრას ესწრებოდნენ მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების აფილირებული აკადემიური პერსონალი. შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაანალიზდა შეფასების კომპონენტები და ინდიკატორები და შეფასების პროცედურები. 

შეფასების განახლებული სისტემის მიხედვით აკადემიური და მოწვეული პერსონალის შეფასება განხორციელდება 2018-2019 აკადმიური წლის ბოლოს. 

ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ ასევე მოხდა ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობაში აფილირებული აკადემიური პერსონალის არჩევის წესისა და პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება.
 

გააზიარე გვერდი: