ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ აკადემიური და მოწვეული პერსონალის შეფასების განახლებული სისტემის გაცნობასთან დაკავშირებით შეხვედრები მოეწყო

2019 წლის 18, 19 და 20 აპრილს ევროპის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტმა საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებაში ჩართული აკადემიური და მოწვეული პერსონალის შეფასების განახლებული სისტემის გაცნობის მიზნით გამართა შეხვედრები მედიცინის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების წარმომადგენლებთან. 
განახლებული შეფასების სისტემა გულისხმობს აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი და აკადემიური საქმიანობის, ხოლო მოწვეული პერსონალის აკადემიური საქმიანობის შეფასებას. შეფასების პროცესში ჩართულია სტუდენტები, ფაკულტეტის დეკანი, პრორგამის ხელმძღვანელი, სასწავლო პროცესის მენეჯერები და საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი. შეხვედრებს ესწრებოდნენ ფაკულტეტის წარმომადგენელი შეფასების მონაწილე მხარეები. შეხვედრებისას კიდევ ერთხელ გაანალიზდა შეფასების კომპონენტები, ინდიკატორები და შეფასების პროცედურები. 
შეფასების განახლებული სისტემის მიხედვით აკადემიური და მოწვეული პერსონალის შეფასება განხორციელდება 2018-2019 აკადმიური წლის ბოლოს. 

გააზიარე გვერდი: