ფაკულტეტები

სამართალი, განათლება, ბიზნესი და ტექნოლოგიები

სამართლისგანათლებისბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი წარმოადგენს უნივერსიტეტის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს, რომელიც აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიურობის პირობებში უზრუნველყოფს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სტუდენტთა მომზადებას.

ფაკულტეტის ძირითადი მიზანი და ამოცანაა, სტუდენტებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი და ხელმისაწვდომი განათლების მიცემა და ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბაზრის მზარდი მოთხოვნების შესაბამისი, მომავალზე ორიენტირებული, მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება.

დაარსებიდან დღემდე ფაკულტეტზე არსებული პროგრამები მუდმივად ვითარდება. უნივერსიტეტში მოქმედი წესებიდან გამომდინარე, მუდმივად მიმდინარეობს პროგრამის განხორციელებაზე მონიტორინგი მათ შორის:

  • სტუდენტების, დამსაქმებლების, კურსდამთავრებულების სისტემატური გამოკითხვა;
  • ბაზრის მოთხოვნების პერიოდული კვლევა;
  • სალექციო პროცესზე დაკვირვება.

მიღებული უკუკავშირის შედეგად ხდება პროგრამებში ცვლილებების შეტანა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესება.

ფაკულტეტის წარმატების კიდევ ერთი ფაქტორი არის დარგში აღიარებული სპეციალისტები, მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი, რომლებიც გამოირჩევიან მდიდარი პრაქტიკული გამოცდილებით, რაც უზრუნველყოფს სტუდენტების თეორიული ცოდნის პრაქტიკული ასპექტებით გაჯერებას.

ფაკულტეტი ატარებს ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებს, რაც უზრუნველყოფს ურთიერთობების გამყარებას ადგილობრივ  და უცხოელ პარტნიორებთან. ასევე უზრუნველყოფს სტუდენტური ცხოვრების მუდმივად აქტიურ რეჟიმში ყოფნას.


ფაკულტეტის დეკანი:

დეკანის მოადგილე:

თამარ აზარიაშვილი 

ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი:

მარია გიორგაძე


დატალური ინფორმაცია პროგრამების შესახებ იხ. კატალოგში

ფაკულტეტის ბაზაზე არსებობს სამართლის ინსტიტუტი, რომელიც გამოსცემს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალს  სამართალი და მსოფლიო. ინსტიტუტს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები მსოფლიოს მასშტაბით მაღალი რეპუტაციის ანალოგურ ორგანიზაციებთან და უნივერსიტეტებთან.

ფაკულტეტთან ფუნქციონირებს სამართლებრივი დახმარების ცენტრი. ცენტრში დასაქმებულები არიან საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, რომლებიც გამოცდილი პრაქტიკოსი იურისტების დახმარებით უწევენ იურიდიულ კონსულტაციას დაინტერესებულ მხარეებს. კლიენტების მოთხოვნის შესაბამისად ადგენენ სამართლებრივ დოკუმენტებს, სარჩელებს, მონაწილეობენ მოლაპარაკების პროცესში და .. დაარსების დღიდან ცენტრმა უკვე გასწია არაერთი იურიდიული კონსულტაცია, შეადგინა არაერთი სარჩელი და მოამზადა იურიდიული დოკუმენტები. ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია საკონსტიტუციო სამართალწარმოება. ცენტრში დასაქმებული სტუდენტები ამზადებენ საკონსტიტუციო სარჩელებსა და სასამართლო მეგობრის პოზიციას.

ფაკულტეტის ბაზაზე არსებობს აგრეთვე გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტი. ინსტიტუტის პერსონალი აქტიურად მონაწილეობს  ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებში, ჩართულნი არიან საქართველოსა და  სხვა ქვეყნების უნივერსიტეტების სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიებში. ინსტიტუტი გამოსცემს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი გლობალიზაცია და ბიზნესი.

ევროპის უნივერსიტეტი ყოველწლიურად ატარებს აკადემიური პერსონალის აკადემიური-სამეცნიერო საქმიანობის შეფასებას.

საგანმანათლებლო პროგრამები

გააზიარე გვერდი:

Hello World!