ფაკულტეტები

სამართალი, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები

სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2014 წელს დაარსდა. ფაკულტეტზე აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიურობის პირობებში, ხორციელდება საბაკალავრო, სამაგისტრო და მასწავლებლის მოსამზადებელი საგანმანათლებლო პროგრამები.

ფაკულტეტის ძირითადი მიზანი და ამოცანაა, სტუდენტებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი და ხელმისაწვდომი განათლების მიცემა და ადგილობრივი თუ  საერთაშორისო ბაზრის მზარდი მოთხოვნების შესაბამისი, მომავალზე ორიენტირებული, მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება;

დაარსებიდან დღემდე ფაკულტეტზე არსებული პროგრამები მუდმივად ვითარდება. უნივერსიტეტში მოქმედი წესებიდან გამომდინარე, მუდმივად მიმდინარეობს პროგრამის განხორციელებაზე მონიტორინგი მათ შორის:

  • სტუდენტების, დამსაქმებლების, კურდამთავრებულების სისტემატიური გამოკითხვა;
  • ბაზრის მოთხოვნების პერიოდული კვლევა;
  • სალექციო პროცესზე დაკვირვება.

მიღებული უკუკავშირის შედეგად ხდება პროგრამებში ცვლილებების შეტანა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესება.

ფაკულტეტის წარმატების კიდევ ერთი ფაქტორი არის დარგში აღიარებული სპეციალისტები, მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი, რომლებიც გამოირჩევიან მდიდარი პრაქტიკული გამოცდილებით, რაც უზრუნველყოფს სტუდენტების თეორიული ცოდნის პრაქტიკული ასპექტებით გაჯერებას.

ფაკულტეტი ატარებს ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებს, რაც უზრუნველყოფს ურთიერთობების გამყარებას ადგლობრივ  და უცხოელ პარტნიორებთან. ასევე უზრუნველყოფს სტუდენტური ცხოვრების მუდმივად აქტიურ რეჟიმში ყოფნას.


ფაკულტეტის დეკანი:

ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი:


ფაკულტეტზე შემოთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამებია:

  • სამართლის საბაკალავრო  პროგრამა
  • სამართლის სამაგისტრო პროგრამა
  • ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
  • საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა
  • ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
  • მასწავლებლების მომზადების საგანმანათლებლო  პროგრამა

დატალური ინფორმაცია პროგრამების შესახებ იხ. კატალოგში

სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე 2015  წელს დაარსდა სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც გამოსცემს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალს  „სამართალი და მსოფლიო“. ინსტიტუტს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები მსოფლიოს მასშტაბით მაღალი რეპუტაციის ანალოგურ ორგანიზაციებთან და უნივერსიტეტებთან.

უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის ბაზაზე ფუნქციონირებს სამართლებრივი დახმარების ცენტრი. ცენტრში დასაქმებულები არიან საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, რომლებიც გამოცდილი პრაქტიკოსი იურისტების დახმარებით უწევენ იურიდიულ კონსულტაციას დაინტერესებილ მხარეებს. კლიენტების მოთხოვნის შესაბამისად ადგენენ სამართლებრივ დოკუმენტებს, სარჩელებს, მონაწილეობენ მოლაპარაკების პროცესში და ა.შ.

დაარსების დღიდან ცენტრმა უკვე გასწია 20-მდე იურიდიული კონსულტაცია, შეადგინა არაერთი სარჩელი და მოამზადა იურიდიული დოკუემენტები.

ცენტრის საქამიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია საკონსტიტუციო სამართალწარმოება. ცენტრში დასაქმებული სტუდენტები ამზადებენ საკონსტიტუციო სარჩელებსა და სასამართლო მეგობრის პოზიციას.

გააზიარე გვერდი: