საერთაშორისო სტუდენტების მიღება

რატომ უნდა ისწავლოთ ევროპის უნივერსიტეტში?

ევროპის უნივერსიტეტი მდებარეობს თბილისში, საქართველოს ლამაზ და უსაფრთხო დედაქალაქში, სადაც დაახლოებით რამდენიმე ათასი საერთაშორისო სტუდენტი სწავლობს, უმეტესად სამედიცინო პროგრამებზე. თბილისი ძველი ქალაქია, 1500 წლოვანი ისტორიითა და შთამბეჭდავი ძველი ქალაქით, შედარებით იაფი საკვებით, ხელმისაწვდომი საცხოვრისითა და რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, ის ისეთივე უსაფრთხოა, როგორც დანარჩენი საქართველო.

საერთაშორისო სტუდენტებს ჩვენ ვთავაზობთ ინგლისურენოვან პროგრამებს მედიცინასა და სტომატოლოგიაში. ორივე პროგრამა აკრედიტებულია განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ.

ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა ასევე მოიპოვა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის აღიარება, რაც ცენტრს უფლებას აძლევს სხვა სამედიცინო პროგრამების აკრედიტაცია მოახდინოს ევროპაში. ამ კუთხით, საქართველოს ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ სამედიცინო პროგრამის აკრედიტაციას მრავალი დადებითი მხარე აქვს, მათ შორის, ეს ხელს უწყობს ქართული სამედიცინო პროგრამების აღიარებას ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ავსტრალიასა და სხვა ინგლისურენოვან ქვეყნებში. 


ინგლისურენოვანი პროგრამები:


დიპლომირებული მედიკოსი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: დიპლომირებული მედიკოსი.

სწავლების ხანგრძლივობა: 6 წელი.

სწავლების ენა: ინგლისური.

პროგრამის მოცულობა: 360 კრედიტი.

სწავლების საფასური: 5000 აშშ დოლარი წლიურად.


დიპლომირებული სტომატოლოგი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: დიპლომირებული სტომატოლოგი.

სწავლების ხანგრძლივობა: 5 წელი.

სწავლების ენა: ინგლისური.

პროგრამის მოცულობა: 300 კრედიტი.

სწავლების საფასური: 3500 აშშ დოლარი წლიურად.


ევროპის უნივერსიტეტის აღიარება

ევროპის უნივერსიტეტი, როგორც ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, აღიარებულია რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ:

ბოლონიის პროცესის ქვეყნებში

ბოლონიის პროცესის წევრები არიან ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, თურქეთი და სხვა). ზოგადად, ეს ნიშნავს, რომ ევროპის უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომი აღიარებულია ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში.

ერიკ-ნარიკის ბაზა

ევროპის უნივერსიტეტი განთავსებულია ბაზაში, რომელსაც იყენებს ერიკ-ნარიკის ქსელი. ერიკ-ნარიკის ქსელი წარმოადგენს ევროკომისიის, ევროპის საბჭოსა და იუნესკოს ერთობლივ ინიციატივას, როგორც ევროპის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთის, თურქეთის, ისრაელისა და ახალი ზელანდიის მოქმედი ავტორიზებული და აკრედიტებული საგანმანათლებლო ორგანიზაციებისა და ხარისხის სისტემების შესახებ განახლებული ინფორმაციის წვდომის ინსტრუმენტს.

სამედიცინო სკოლების მსოფლიო დირექტორია

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი განთავსებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სამედიცინო სკოლების მსოფლიო დირექტორიაში, რომელიც სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) და საერთაშორისო სამედიცინო განათლებისა და კვლევის განვითარების ორგანიზაციის (FAIMER) ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზა მსოფლიოში არსებული აკრედიტებული სამედიცინო პროგრამების შესახებ.

ინდოეთის სამედიცინო საბჭო

ევროპის უნივერსიტეტი აღიარებულია ინდოეთის სამედიცინო საბჭოს მიერ. საბჭო წარმოადგენს სამედიცინო განათლების ყველაზე მნიშვნელოვან მარეგულირებელ ორგანოს ინდოეთში. ინდოეთის სამედიცინო საბჭო დაარსდა 1934 წელს. მისი ძირითადი ფუნქციაა, მედიცინის სფეროში უმაღლესი განათლების მიმართულებით საერთო სტანდარტების ჩამოყალიბება   და ინდოეთსა და საზღვარგარეთ მიღებული სამედიცინო განათლების აღიარება.

თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭო

ევროპის უნივერსიტეტი აღიარებულია თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს მიერ, რომელიც უმაღლესი განათლების სფეროში, ყველაზე მნიშვნელოვან ორგანოს წარმოადგენს თურქეთში.


წევრობა

ევროპის უნივერსიტეტი სხვადასხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია:

ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაცია (AMEE)

ჩვენ ვართ ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის წევრი, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 90 ქვეყანასა და 5 კონტინენტზე ჰყავს თავისი წევრები. ორგანიზაცია ხელს უწყობს საერთაშორისო სამედიცინო განათლების განვითარებას ბაკალავრიატსა და შემდგომ საფეხურზე, ასევე განგრძობითი განათლების მიმართულებით.

ევროპის საერთაშორისო განათლების ასოციაცია (EAIE)

ევროპის უნივერსიტეტი ევროპის საერთაშორისო განათლების ასოციაციის წევრია. ორგანიზაცია 1989 წელს დაარსდა და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ექსპერტიზის, ქსელისა და რესურსების ევროპულ ცენტრს წარმოადგენს.

ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაცია (AMSE)

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის წევრია, რომელიც ევროპაში წამყვან ორგანიზაციას წარმოადგენს სამედიცინო სკოლების გაერთიანების კუთხით.

პროგრამირების  ასოციაცია (ACM)

ევროპის უნივერსიტეტი პროგრამირების  ასოციაციის აკადემიურ წევრს წარმოადგენს, რომელიც თავს უყრის პროგრამირების ლექტორებს, მკვლევარებსა და პროფესიონალებს სფეროში დიალოგის, რესურსების გაზიარებისა და გამოწვევების კუთხით. ასოციაცია წარმოადგენს მსოფლიოში წამყვან ორგანიზაციას პროგრამირების სფეროში.


სტუდენტის გზამკვლევი

სტუდენტის გზამკვლევში თავმოყრილია ყველა საჭირო ინფორმაცია უნივერსიტეტთან და პროგრამებთან დაკავშირებით.

 სტუდენტის გზამკვლევი


საერთო საცხოვრებელი

ევროპის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი მდებარეობს თბილისის უსაფრთხო და ეკოლოგიურად გამორჩეულ არეალში, ამერიკის საელჩოსთან ახლოს. საცხოვრებელი 4700 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და შეუძლია 250 სტუდენტის მიღება. სტუდენტის ოთახი მოიცავს საძინებელს ავეჯით, უფასო უკაბელო ინტერნეტით, კონდიციონერით, ცენტრალური გათბობითა და საკუთარი სველი წერტილებით. საერთო სივრცე მოიცავს კაფეტერიას და სავარჯიშო დარბაზს. საცხოვრებელს ემსახურება პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს მის ფუნქციონირებასა და უსაფრთხოებას.


ფინანსები

დიპლომირებული მედიკოსი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: დიპლომირებული მედიკოსი.

სწავლების ხანგრძლივობა: 6 წელი.

სწავლების ენა: ინგლისური.

პროგრამის მოცულობა: 360 კრედიტი.

სწავლების საფასური: 5000 აშშ დოლარი წლიურად.

 

დიპლომირებული სტომატოლოგი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: დიპლომირებული სტომატოლოგი.

სწავლების ხანგრძლივობა: 5 წელი.

სწავლების ენა: ინგლისური.

პროგრამის მოცულობა: 300 კრედიტი.

სწავლების საფასური: 3500 აშშ დოლარი წლიურად.

 

ევროპის უნივერსიტეტის საბანკო ანგარიში

ევროპის უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე სწავლის საფასურის გადმორიცხვა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ან თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში.

 

რეკვიზიტები

შპს ევროპის უნივერსიტეტი

I/C 201 954 956

 

საქართველოს ბანკი:

GE87BG0000000347729500

Bank Code: BAGAGE22

 

თიბისი ბანკი:

GE44TB7819636020100003

Bank Code: TBCBGE22

 

გადახდის აპარატები

დამატებით, სტუდენტებს ასევე შეუძლიათ სწავლის საფასური გადმორიცხონ საქართველოს ტერიტორიაზე ქუჩებში განთავსებული გადახდის აპარატებიდან. ამისთვის, აპარატის მენიუში შეგიძლიათ აირჩიოთ ველი „განათლება“, მოძებნოთ ევროპის უნივერსიტეტი და გადაიხადოთ სწავლის საფასური პირადი ნომრით. ამ შემთხვევაში, საბანკო რეკვიზიტები საჭირო არ არის.

სტუდენტური საცხოვრებლის საფასური

სტუდენტური საცხოვრებლის საფასური ერთ სტუდენტზე არის - 100 ამერიკული დოლარის ეკვივალენტი ლარში. საფასური მოიცავს კომუნალურ გადასახადებს.

საერთო საცხოვრებლისა და კვების საფასური ერთ სტუდენტზე - 250 ამერიკული დოლარის ეკვივალენტი ლარში. საფასური მოიცავს კომუნალურ გადასახადებს.

ტრანსპორტირება

როგორც სტუდენტი, თქვენ მიიღებთ შესაბამის სადებეტო საბანკო ბარათს ქართული ბანკებისგან, რაც მნიშვნელოვან შეღავათებს გულისხმობს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას დროს (ავტობუსით, მეტროთი ან სამარშრუტო ტაქსით მგზავრობისას) ან ქვეყნის მასშტაბით მატარებლით მგზავრობისას. გთხოვთ, იხილოთ დაწვრილებით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური თბილისში:

  • ავტობუსი - 50 თეთრი.
  • სამარშრუტო ტაქსი - 80 თეთრი.
  • მეტრო - 50 თეთრი.

საბანკო მომსახურება

თქვენ შეგიძლიათ გახსნათ საბანკო ანგარიში შესაბამის ბარათთან ერთად, რომლის მეშვეობით შეგიძლიათ გამოიტანოთ ფული საბანკო აპარატებიდან დღიური გამოტანის მაქსიმალური ლიმიტის ფარგლებში.

საბანკო აპარატები, როგორც წესი, 24 საათი ხელმისაწვდომია და განთავსებულია ბანკების, ასევე მაღაზიების, სასტუმროებისა და სხვა დაწესებულებების შესასვლელში.


საერთაშორისო სტუდენტების მიღება

პროცედურა

ჩვენ ვცდილობთ, საერთაშორისო სტუდენტების მიღება რაც შეიძლება მოსახერხებელი იყოს აპლიკანტებისთვის, რომლებიც ქვეყნის გარედან მოგვმართავენ.

ენის კომპეტენციის დადასტურება

იმისათვის რომ ევროპის უნივერსიტეტის უნივერსიტეტში ინგლისურენოვან პროგრამებზე მოხვდნენ ეროვნული გამოცდების გარეშე, საერთაშორისო სტუდენტებმა აუცილებლად უნდა ჩააბარონ ინგლისური ენის გამოცდა. როგორც წესი, ქვეყნის გარეთ მყოფი სტუდენტებისთვის გამოცდა ბარდება დისტანციურად. გამოცდა მოიცავს საუბრის და წერის ნაწილებს. გთხოვთ, იხილოთ დეტალურად.

აპლიკაციის შევსებისთვის საჭირო დოკუმენტები

აპლიკაციის შევსებისას, აპლიკანტმა განაცხადს თან უნდა დაურთოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები. ასატვირთი ველი თავად აპლიკაციაში არის მოცემული.

  • პასპორტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
  • მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში, ბინადრობის მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი პასპორტის ნაცვლად.
  • სხვა ქვეყანაში მიღებული სრული საშუალო განათლების ან მისი შესაბამისი საფეხურის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
  • ფოტო 3X4.

აპლიკაციის შევსება

შეავსეთ ევროპის უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა (საჭიროებს გუგლის ელფოსტის ანგარიშს). აპლიკაციის შევსების შემდეგ, სტუდენტების შერჩევისა და მიღების მენეჯერი გადახედავს დოკუმენტებს და დაგენიშნებათ დისტანციური გამოცდა ინგლისურ ენაში, სადაც შესარჩევი კომისია დაადგენს აპლიკანტის მიერ ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ფლობას. გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები იგზავნება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში აღიარებისთვის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ევროპის უნივერსიტეტში სწავლის უფლების მოსაპოვებლად.

ჩვენს უნივერსიტეტში სწავლის უფლების მოპოვების შემდეგ, აპლიკანტთან ფორმდება ხელშეკრულება, რის შემდეგადაც აპლიკანტი იხდის სწავლის საფასურს.

მას შემდეგ,  რაც ყველა საჭირო დოკუმენტის მოპოვება და გადაგზავნა ხდება, აპლიკანტი ევროპის უნივერსიტეტში ჩაირიცხება და ის იღებს ვიზას შესაბამისი ქვეყნის საელჩოსგან.

კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელფოსტაზე admissions@eu.edu.ge

ვიზა

სავიზო რეგულაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ ესტუმროთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სერვისების ვებსაიტს.


საკონსულტაციო მომსახურება

ზოგიერთ ქვეყანაში ჩვენ გაგვაჩნია განათლების კონსულტანტების ქსელი, რომელთაც როგორც პარტნიორებს, ოფიციალურად ცნობს ევროპის უნივერსიტეტი. კონსულტანტები დახმარებას უწევენ მომავალ სტუდენტებს აპლიკაციის მომზადებასა და გადმოგზავნაში.


სამსახური

ჩვენ შესახებ:

უცხოელ სტუდენტთა შერჩევისა და მიღების სამსახური ორგანიზებას უწევს საერთაშორისო სტუდენტთა მიღებას ევროპის უნივერსიტეტში.

მისამართი: ოთახი 503, მეხუთე სართული, ევროპის უნივერსიტეტის მეორე კორპუსი. სარაჯიშვილის გამზირი N17, 0189, თბილისი, საქართველო.   

ჩვენი გუნდი:

სამსახურის უფროსი: ლაშა ჩახვაძე

ელფოსტაinternational@eu.edu.ge

ტელეფონი: +995 322 000 171 (202)

 

სპეციალისტი: თეკლა კვარაცხელია

ელფოსტაtekla.kvaratskhelia@eu.edu.ge

ტელეფონი: +995 322 000 171 (201)

გააზიარე გვერდი: