ფაკულტეტები

ბიზნესი და ტექნოლოგიები

ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი ფუნქციონირებს 2014 წლიდან. იგი წარმოადგენს  უნივერსიტეტის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს, რომელიც აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიურობის პირობებში უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროში.

ბიზნესი და მითუმეტეს, ტექნოლოგიები წარმოადგენენ მუდმივად მზარდ და პროგრესულ სფეროებს, შესაბამისად ფაკულტეტი ფეხს უწყობს თანამედროვე ტენდენციებს სფეროში მოწინავე ისეთ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, როგორიცაა Harvard Business Publishing. აღნიშნული თანამშრომლობა საშუალებას იძლევა სტუდენტებმა ისწავლონ თანამედროვე ბიზნეს-ქეისებით და კომპიუტერული სიმულაციებით, რაც მათ კონკურენტუნარიანს ხდის ადგილობრივ თუ საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე. ამასთან, ფაკულტეტი თანამშრომლობს Chartered Institute of Marketing-თან, რომელიც მარკეტინგის სფეროში ერთ-ერთ წამყვან ორგანიზაციას წარმოადგენს. 

ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმატების კიდევ ერთი ფაქტორი არის მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი, რომელიც გამოირჩევა მდიდარი პრაქტიკული გამოცდილებით, რაც უზრუნველყოფს სტუდენტების თეორიული ცოდნის პრაქტიკული ასპექტებით გაჯერებას.

ფაკულტეტი ატარებს ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებს, რაც უზრუნველყოფს ურთიერთობების გამყარებას ადგილობრივ  და უცხოელ პარტნიორებთან.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის მიზანს წარმოადგენს ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროში, თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი და ხელმისაწვდომი განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა და ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბაზრის მზარდი მოთხოვნების შესაბამისი, მომავალზე ორიენტირებული, მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება.

ფაკულტეტის დეკანი:

ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მენეჯერი:

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე ხორციელდება:

დატალური ინფორმაცია პროგრამების შესახებ იხ. კატალოგში

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაზაზე 2016 წლიდან დაარსდა გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტი. ინსტიტუტის პერსონალი და ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობენ  ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებში, ჩართულნი არიან საქართველოსა და  სხვა ქვეყნების უნივერსიტეტების სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიებში. ინსტიტუტის ბაზაზე ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტთან ერთად გამოიცემა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „გლობალიზაცია და ბიზნესი“. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ჟურნალი ფიგურირებს მსოფლიოში ისეთ ცნობილ ბაზებში, როგორიცაა EBSCO, ERIH PLUS, Google Scholar, INDEX COPERNICUS.

გააზიარე გვერდი: